Thursday, December 20, 2012

თუშეთი
                            თუშეთი                        
   საქართველოს ულამაზესი კუთხე,თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.  
     ეს მიუვალი და ულამაზესი მთიანი მხარე
თუშური  ცხვრის,ცხენის  და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის-ქართული ნაგაზის სამშობლოა.
     თუშური კილო,ფშაურ და ხევსურულ კილოებთან ერთად,ქართული ენის სხვა  დიალექტებისაგან უფრო მეტი არქაულობით გამოირჩევა,აღსანიშნავია რომ  თუშეთის ერთ-ერთი თემი „წოვებიათა“ მეზობელ ვეინახთა ენაზე მეტყველებს.

     ზოგიერთი სოფელი აქ უკვე მიტოვებილია და მხოლოდ მთამსვლელთათვის განსაზღვრული ფუნქციები აქვს.ზამთარში თუშები  ბარში -ალვანში ჩამოდიან,თუმცა თითოოროლა მობინადრე  არც ზამთრის სიცივეში ტოვებს მთას.
     ქართულ საისტორიო წყაროებში  თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება.ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეს,როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში,საწყის ეტაპზე თუშეთში ვერ გავრცელდა.შუა საუკუნეებში კი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მაინც გავრცელდა.
     თუშეთში აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალებით დგინდება,რომ თუშეთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან.
     თუშეთის ეთნოკულტურულ თვისებურებას,საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით,ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარობითი მეცხვარეობის,მესაქონლეობის და მიწათმოქმედების ერთობლიობა.
     მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ ,თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ,დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში.

თუშეთში პრობლემები ძირითადად ზამთარში იჩენს ხოლმე თავს,თოვლი ადრე მოდის,გზა იკეტება და ამის გამო  ვერ ხერხდება გადაადგილება. იქ მცხოვრები 30-მდე ოჯახი ყოველთვის მომარაგებული ხვდება ზამთარს,რომელიც თუშეთში ოქტომბრიდან ან ნოემბრიდან იწყება. დიდთოვლობის გამო ხშირად ელექტროენერგია ითიშება.

      თუშეთი ულამაზესი მხარეა,მდიდარია ველური ბუნებით. ჩემი აზრით,თუშეთში საჭიროა ინვესტიციის ჩადება,როგორც ეს სვანეთში მოხდა.მე თუში ვარ და ჩემი მიზანია,ჩემი ულამაზესი კუთხე თუშეთი,უფრო მეტად პოპულარული გახდეს და ყველა პრობლემა მოგვარდეს.

2 comments:

  1. Where to play slots: The Wizard of Vegas
    If you're in Vegas, 골인 뱃 where there's a Casino, 이 스포츠 then at least one casino bet365 will suit you. From you bet the Wizard of Vegas 더킹바카라 Hotel, you're going to want to keep

    ReplyDelete
  2. The Borgata Hotel Casino & Spa - Mandara - Mandara
    Discover the most incredible casino hotel resort, with its 25 table 과천 출장샵 games 영천 출장안마 and all the fun of Atlantic City! Get a tee time, 제주도 출장마사지 free WiFi, and free car  Rating: 4 의정부 출장샵 · ‎5 reviews 용인 출장마사지

    ReplyDelete