მდებარეობა

     საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. ადმინისტრაციულად თუშეთი შედის ახმეტის რაიონში და  ზღვის დონიდან 1650-4493მ სიმაღლეზე მდებარეობს,

     თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი,ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი,დასავლეთით ხევსურეთი,სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება.

 თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა.პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან,წუათის წყლის აუზში მდებარე სოფლები წოვათა თემს შეადგენენ,ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი - ომალოც ამ თემს მიეკუთვნება. თუშეთში ამჟამად 48  სოფელია.




No comments:

Post a Comment