ტრადიციული სამზარეულო

     თუშური სამზარეულო ეფუძნება თუშეთის მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქტებს:   ცხვრისა და საქონლის ხორცეულს,ცხვრისა და საქონლის რძის ნაწარმს, პურეულ-მცენარეულ საკვებს.
     აღნიშნული პროდუქტების მოხმარების თანაფარდობა იცვლება ზამთარ-ზაფხულის კლიმატური ციკლების მიხედვით.

     თუშები შესანიშნავად იცნობენ ვლური მცენარეების საკვებ და სამკურნალო თვისებებს.მიუხედავად თუშურ სამზარეულოში ხორცისა და რძის ნაწარმის უპირატესობას,თუშებს მრავლად აქვთ როგორც კულტურული,ისე ველური მცენარეულობისგან დამზადებული კერძებიც.

     თუშური სამზარეულოდან განთქმულია : ხინკალი,მწვადი,ჩობან(მწყემსური ყაურმა),ხმიადი (რიტუალური სამკუთხა პური ), გორდილა, ქუმელი, კოტორი, ხავიწი, მოსმულა, საწება, ჩაი, ხალაწყალა,ალუდი. საყოველთაოდ ცნობილი თუშური გუდის ყველი,ყველის გამოყვანა ხდება ცხვრის ტყავის გუდაში.















No comments:

Post a Comment