ტრადიციები

          
     თუშური ტრადიციული დღესასწაულებიდან  განსაკუთრებულია ათნიგენობები (ზაფხულის რელიგიური დღესასწაულები),რომლებიც 31ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ტარდება.

     
     თუშეთში საკულტო დღეობები „ათნიგენობები“ აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება.ათნიგენობის მასპინძელია „შულტა“, სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა. თუშური დღეობა ტრადიციული ლუდის გარეშე  წარმოუდგენელია.დღეობისთვის ლუდი სპეციალურად იხარშება და  თუშები მას ალუდას  ეძახიან. დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს ალუდით უმასპინძლდებიან. თუშური დღეობები დოღის გარეშეც არასდროს მთავრდება. 
     
     აღსანიშნავია ის თუშური ტრადიციები რომლებიცაა: თუშური მისალმება,მომთაბარეობა,სტუმარმასპინძლობა ,პიროვნებათაშეძმავება:დობილ-ძმობილობა(ძმობილები ჭირშიც და ლხინშიც ერთად იყვნენ),გარდაცვალება , ქორწილი,მარიამობა,გიორგობა,მზებუდობა,დიდმარხვა,ამაღლება,წელწდობები და სხვ.
     
     დღეობის დროს თუშები სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე,ამ დროს ისინი ყურადღებას არ აქცევენ თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი.
     თუშური დღესასწაულები  ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალს წარმოადგენს.





1 comment: