საქმიანობა

      თუშეთი ტრადიციულად მისდევდა მიწათმოქმედებას და მსხვილფეხა პირუტყვის  მოშენებას.მომთაბარეობის მიერ გამოყვანილია  ცხვრის,ცხენის  და  მეცხვარე ძაღლის  ჯიშები. თუში მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა  და დღესაც არის მოღწეული  ცხვრის ყველის დამზადების ტრადიცია. ყველი -- ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია თუშურ,ქართულ და მსოფლიო კულინარიაში.
   
     საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა.ამასთან ერთად ისინი დახელოვნებულები არიან ცხვრის ტყავის დამუშავებაში,ქსოვაში,ნაბდისა და თექის თელვაში.

   
      მამაკაცები ამზადებენ ოჯახისთვის საჭირო ავეჯსა და ჭურჭელს.თუშური ავეჯის ორნამენტში ფიგურირებს ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო-დახრილგვერდებიანი ფოთლოვანი ჯვარი.







No comments:

Post a Comment